1 დაღუპული და 17 დაჭრილი - თავდასხმა ქაბულში
- მსოფლიო
- 07.03.2019
- 13:51
ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა ქაბულში მომხდარი თავსდასხმის შედეგად.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაჭრილთა შორის სამი ბავშვია.
ქაბულში რამდენიმე აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსების შეხვედრა მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ადგილი ჰქონდა ნაღმტყორცნებიდან გასროლას. ასევე შეხვედრის ადგილის სიახლოვეს ისმოდა სროლის ხმაც.
არსებული ონფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ლატიფ პედრამი.