png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 07.03.2019
  • 14:03
განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია - კახა კალაძე

„დღეს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ამბიციური გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო  უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედს, განათლების სფეროს სწრაფი განვითარებისთვის წარმართავს“, აცხადებს დედაქალაქის მერი ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარდგენასთან დაკავშირებით.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ  ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა.

„ეს გზა სწორედ უმაღლესი ხარისხის განათლებაზე გადის და გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან თუ სხვა გამოწვევებისგან ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ.

პირადად ჩემთვის უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარ სამშობლოში ჩამოტანა.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ.

ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს, გაჟღერებული ინიციატივის მეშვეობით, ერთიანი ძალისხმევით,  რეალობად ვაქცევთ.

განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ.

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო იმ ადამიანების მიმართ, ვინც თაობები აღზარდეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მათი სამუშაო პირობები თუ ანაზღაურება, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ საჭიროებებს აცდენილი იყო. ჩვენი საამაყო პედაგოგები მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას იმსახურებენ და დარწმუნებული ვართ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის.

მე, როგორც ქალაქის მერი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ აღნიშნულ ინიციატივას და, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ჩვენ ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შევუწყობთ ხელს.

2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. საჭიროა  დამატებითი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი პატარების სრულფასოვანი აღზრდა და მივცეთ შესაძლებლობა, შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება.  ჩვენ ამას გავაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს“, განაცხადა კალაძემ.

 -

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge