4 დაღუპული და 9 დაჭრილი - ტერაქტი მოგადიშოში
- მსოფლიო
- 07.03.2019
- 16:52
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ სააგენტო France-Presse იტყობინება.
სააგენტოს მონაცემებით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთ რესტორანთან იყო პარკირებული.
France-Presse-ის ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხიმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა (“მოჯახედების ახალგაზრდული მოძრაობა“) აიღო.