primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 08.03.2019
  • 13:16
როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია - პრემიერი

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და გახლავთ ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს, პოლიტიკური სპეკულაცია და უპასუხისმგებლობაა.

„არ მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ისეთი ენერგია და დრო აქვს ინვესტირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, როგორიც მაქვს მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრისა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი - ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა. აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა - როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია?! ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ამავე დროს უპასუხისმგებლობა, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის საკუთარ თავს ამის უფლებას არ მისცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამგვარი სპეკულაციები არის აქცენტების არასწორად გადატანის მცდელობა საკითხიდან, რომელიც პროფესიული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ამაზე ბრიუსელშიც ვისაუბრე და მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი პერსპექტივით უყურებენ ამ პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge