ბათუმში მანქანა დაიწვა
- საზოგადოება
- 14.12.2015
- 12:47
ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მერსედესის მარკის ავტომობილი აფეთქდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაუჩნდა, შემდეგ კი სალონში გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200