კალიფორნიაში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა
- მსოფლიო
- 14.03.2019
- 14:07
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ორი ერთძრავიანი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ერთი ადამიანი. შემთხვევა კომპტონის აეროპორტში მოხდა.
გამოცემა Los Angeles Times-ის ცნობით, შეჯახების შედეგად ერთ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, დაწყებულია გამოძიება.