primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება

  • ეკონომიკა
  • 14.03.2019
  • 15:09
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება

„ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით“ - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან განაცხადეს. ტაჯიკეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი, ასევე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა ძირითადად განიხილეს ტაჯიკური მხარის დაინტერესება საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელების შესახებ. როგორც აღინიშნა, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ნავსადგურები. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და დაინტერესება გამოხატა,  გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება საბაჟო მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა,  ,,საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას  შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ პროექტი იყო. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა პროექტის მთლიანი ტექსტი და მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელებმა განახორციელეს მისი პარაფირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა შესაბამისი ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ მხარეები შესაძლო მოკლე ვადაში განახორციელებენ შეთანხმების პროექტის ხელმოწერისთვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და  ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

შეთანხმება ასევე  ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge