იშვიათი ვარდისფერი ალმასი 8,75 მლნ დოლარად გაიყიდა
- მსოფლიო
- 14.03.2019
- 17:03
13,33 კარატიანი ვარდისფერი ალმასი ანტვერპენის აუქციონზე 8,75 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ იუწყება კომპანია Gem Diamonds-ი, რომელსაც ალმასი ეკუთვნოდა. ძვირფასი ქვა ლესოტოს საბადოზეა აღმოჩენილი.
დაუმუშავებელი ქვისთვის ერთი კარატის ფასი - 657 ათასი დოლარი, რეკორდული აღმოჩნდა
ვარდისფერი ალმასები იშვიათობას წარმოადგენს. ძვირფასი ქვა მსოფლიოში მოპოვებული ალმასების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.