ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 15.03.2019
- 11:16
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, მეჩეთში სროლას 40 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ მცირე 48 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ახალი ზელანდიის პრემიერის ჯასინდა არდერნის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი.
„დაკავებულია ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაშია დაბადებული. ამ ადამიანებს ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თვდასხმა კარგად იყო დაგეგმილი. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელების სატრანსპორტო საშუალებებში იყო დამონტაჟებული, რომლებიც უკვე გაუვნებელყოფილია.