ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 15.03.2019
- 12:26
ახალ ზელანდიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, ამის შესახებ პოლიციის ხელმძღვანელმა მაიკ ბუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15 მარტს კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. დაკავებულია ოთხი თავდამსხმელი , მათ შორის ერთი ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია.
პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს ბრალი უკვე წაუყენეს.