ახალ ზელანდიაში თავდასხმის შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე დაიჭრა
- მსოფლიო
- 15.03.2019
- 16:56
თურქეთის ორი მოქალაქე დაიჭრა ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
15 მარტს შეიარაღებული პირები კრაისტჩერჩში, ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებს თავს დაესხნენ. ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 49 ადამიანი. ათობით დაჭრილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა.