png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია - ბექა დავითულიანი

  • საზოგადოება
  • 15.03.2019
  • 16:57
ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯია - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ. სხდომაზე  დეპუტატები დოკუმენტთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ“ ბექა დავითულიანმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი  გენერალური გეგმის მიღებით საკრებულო  ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ  უმნიშვნელოვანეს  ნაბიჯს გადადგამს.  

„ჩვენ დღეს წესით უნდა გვქონდეს საზეიმო განწყობა.   ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯია. ამ დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში  იზრდება  მწვანე სივრცეები, ასევე  მოგვარდება   გარემოსდაცვითი საკითხები და სატრანსპორტო პოლიტიკა. გენგეგმის  დახვეწაზე,  „სითი ინსტიტუტთან“ ერთად,  დიდხანს მუშაობდა თბილისის მერია და ამ პროცესში საკრებულო აქტიურად იყო ჩართული. როგორც ჩანს, მივიღეთ მთელი რიგი მიმართულებით მართლაც დახვეწილი დოკუმენტი“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს   დოკუმენტთან დაკავშირებით არსებითი შენიშვნები არ აქვთ. გარდა გამოგონილი 14 ათასი კვადრატული მეტრი მიწისა, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაა.

„ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე  ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინტერესები აქვს. მინდა განვმარტო, რომ ბოტანიკური ბაღი არის ისტორიულ-ლანდშაფტური დაცვის ზონა. მისი გასხვისება, ან რაიმე სხვა განვითარება არის გამორიცხული. ამ ტერიტორიას  დღემდე მოქმედი   გენგეგმით რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი ედო და  ახალი გენგეგმითაც იქნება სტატუსი,  რეკრეაციული ზონა 1 ექნება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სხდომაზე ბექა დავითულიანი ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა, თითქოსდა  დედაქალაქში რეკრეაციული ზონები მცირდება. ბექა დავითულიანის თქმით,  ახალი გენერალური გეგმით თბილისში მწვანე საფარი   4 მილიონი კვადრატული მეტრით   იზრდება.

„არ მაქვს ილუზია, რომ ეს დოკუმენტი არის იდეალური, ახალი გენერალური გეგმა არის რეალისტური, რომლის მიღებასაც დედაქალაქისთვის იმაზე მეტი პოზიტივის მოტანა შეუძლია, ვიდრე დღემდე მოქმედს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge