ინდონეზიაში წყალდიდობასა და მეწყერს 77 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 18.03.2019
- 10:18
ინდონეზიაში, პაპუას პროვინციაში წყალდიდობასა და მეწყერს 77 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 116 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქია ჯაიაპურას რაიონს შეეხო. მაშველები დაკარგულების ძებნას განაგრძობენ.
გადაუღებელი წვიმები პროვინციის აღმოსავლეთ ნაწლში შაბათს დაიწყო. დაზიანებულია საცხოვრებლი სახლები და ხიდები.