დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები
- მსოფლიო
- 19.03.2019
- 12:10
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში სინგაპური, პარიზი და ჰონგ-კონგი ცხოვრების დონის მიხედვით პირველ სამეულს იკავებენ. რეიტინგი ჟურნალმა Economist Intelligence Unit-მა შეადგინა.
აღნიშნულია, რომ სამივე ქალაქში ცხოვრების დონე 7 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ნიუ-იორკში, რომელმაც რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ლოს ანჯელესი რამდენიმე პუნქტით დაწინაურდა წინა წელთან შედარებით და მეათე ადგილი გაიყო ისრაელის დედაქალაქ თელ ავივთან ერთად. ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ ევროპის ქალაქები - ციურიხი, ჟენევა და კოპენჰაგენი.
ათეულში ასევე მოხვდა იაპონიის ქალაქი ოსაკა და სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული.
რეიტინგის თანახმად, ინდოეთის ქალაქები ბანგალორი, ჩენაი და ნიუ-დელი და პაკისტანის ქალაქი ყარაჩი 2019 წლის ყველაზე იაფი ქალაქებია.