შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სავარაუდოდ, 90 ადამიანია მოყოლილი
- მსოფლიო
- 19.03.2019
- 16:29
სავარაუდოდ, 90 ადამიანი მოყვა ნანგრევებში შენობის ჩამონგრევის შედეგად ინდოეთის ქალაქ ჯარვარდში. ადგილობრივი მედია 1 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
თვითმხილველთა თქმით, შენობა იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც 150-მდე ადამიანი პირველ და მეორე სართულებზე იმყოფებოდა, სადაც 60 მაღაზიაა განთავსებული.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ შენობა უხარისხოდ იყო აგებული.
ადგილზე სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.