20 მარტს თბილისში მოსალოდნელია წვიმა
- საზოგადოება
- 19.03.2019
- 16:50
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-21 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი . ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 19-20 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო 21 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.