ბრაზილიაში ურანით დატვირთულ სატვირთოს თავს დაესხნენ
- მსოფლიო
- 20.03.2019
- 14:08
ბრაზილიაში შეიარაღებული პირები პოლიციელთა კოლონას თავს დაესხნენ, რომლიც ურანით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს მიაცილებდა.
ინციდენტი რიო-დე-ჟანეიროს შტატში მოხდა.
პოლიციამ თავდასხმა მოიგერია, დაშავებულები და დაკავებულები არ არიან. ტვირთი გადარჩა.
ურანი ორ ატომურ ელექტროსადგურზე Angra 1 და Angra 2-ზე გამოიყენება.