png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

  • საზოგადოება
  • 21.03.2019
  • 11:20
 19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა 20 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება და ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  „სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ასევე ვადები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის, მათ შორის საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარსადგენი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 მარტიდან პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით და მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი. გარდა ამისა მედიასაშუალებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აკრედიტაციის გავლის მიზნით მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას.“

ანა მიქელაძემ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ცესკო გეგმავს, 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. „სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს,“ - განაცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge