ნორვეგიაში წყალქვეშა რესტორანი დღეს იხსნება | ფოტო
- მსოფლიო
- 21.03.2019
- 12:23
ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ლინდესნესში იხსნება წყალქვეშა რესტორანი Under-ი. მისი წყალქვეშა ნაწილი ხუთი მეტრის სიღრმეშია განთავსებული. უზარმაზარი პანორამული სარკმლიდან შესაძლებელია ზღვის ბინადრების დათვალიერება. რესტორანი ცნობილმა ნორვეგიულმა არქიტექტურის ბიუორმ Snøhetta-მ დააპროექტა. რესტორნის ოფიციალური გახსნა დღეს იგეგმება.





