png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას - ნათია მეზვრიშვილი

  • სამართალი
  • 21.03.2019
  • 13:05
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაესწრო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის მიერ იყო ორგანიზებული. ნათია მეზვრიშვილმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული პროგრესის შესახებ მედიასთან ისაუბრა. 

"დღეს არის ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება კამპანიას "მე ვირჩევ თანასწორობას,"

რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივით ტარდება. ზოგადად დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს 2018 წელს, როგორც გამოძიების ხარისხის კუთხით, ისე დისკრიმინაციის მოტივების იდენტიფიცირების კუთხით - რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისთვის და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს, განურჩევლად იმისა ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა.

შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს იმ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფზე, რომლებიც ამ კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ. ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ამჟამად იხილება. კანონპროექტი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბაზების შექმნას. ასევე, ზოგადად ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას.

ვისაუბრეთ, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროში გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ინტერნეტსივრცე. ამ დანაშაულმა უკვე ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ბუნებრივია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიება და ვისაუბრეთ ადრეული ქორწინების შემთხვევებზე, რომელიც სამართალდამცველი ორგანოებისთვის ასევე, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, როგორც წესი ხდება დახურულ წრეში და გვაქვს თანამშრომლობის პრობლემები ოჯახის წევრების მხრიდან.

ჩვენ ვართ "ლანსაროტის" საერთაშორისო კონვენციის წევრები და ამ კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მხრივ, " - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge