სოფელ ჭველეში ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 21.03.2019
- 13:57
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა - დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.