ბირმინგემში ოთხ მეჩეთს თავს დაესხნენ
- მსოფლიო
- 21.03.2019
- 14:45
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ბირმინგემში ოთხ მეჩეთზე თავდასხმის ფაქტებს იძიებს. უესტ მიდლენდსის საგრაფოს პოლიციის განცხადებით ჩამსხვრეულია მეჩეთების ფანჯრების მინები.
„ჯერჯერობით არ ვიცით თავდასხმის მოტივები“, - აცხადებენ პოლიციაში.
პოლიციაში აცნობეს რომ ღამით უცნობი მამაკაცი ერთ-ერთ მეჩეთს თავს დაესხა და ფანჯრები ჩაამსხვრია. სამართალდამცავ ორგანოში კიდევ მსგავსი შეტყობინება შევიდა.
პოლიციის განცხადებით დაზიანებები ოთხივე მეჩეთს აქვს მიყენებული.