ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა სატვირთო მატარებელმა წარმატებით გაიარა
- ეკონომიკა
- 14.12.2015
- 15:34
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა" და „აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ერთობლივი ორგანიზებით მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო მატარებლის საცდელი გავლა წარმატებით განხორციელდა. როგორც "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის წარმატებით დასრულებისკენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და მას დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200