თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის
- საზოგადოება
- 22.03.2019
- 12:50
კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს შენობა იწვის. "რუსთავი 2"-ის ინფორმციით, ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია.