png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

  • სამართალი
  • 22.03.2019
  • 16:20
პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა ცნობილი.  

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში,  პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების ო.ფ.-ს, ნ.მ.-ს, მ.ღ.-ს, ზ.ხ.-ს, ვ.გ.-ს, დ.ჩ.-ს და დ.ნ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. 

ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით  უსწორდებოდნენ განურჩევლად ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. 

მსჯავრდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე. 

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების  საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა  მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

გარდა ამისა, სასამართლო  სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ.-მ და მ.ღ.-მ განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული ძალადობის შედეგად  განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა. 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ო.ფ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (წამება) და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა  5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. აღსანიშნავია, რომ ო.ფ. მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად მას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დაუდგინდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.  

მ.ღ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (წამება) და განესაზღვრა  9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა  4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

  ამავე განაჩენით   ნ.მ., ზ.ხ., ვ.გ., დ.ჩ. და დ.ნ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და განესაზღვრათ  4  წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე  მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge