გიორგი შუხოშვილი იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
- საზოგადოება
- 14.12.2015
- 16:06
დღეს შ.პ.ს ,, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორი გიორგი შუხოშვილი კომერციული მიმართულებით იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე.
იტალიის საელჩოს წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს მომავალში ,,ქუთაისის ინტეგრირებული მართვის პროექტისა’’ და ,,ქვემო ქართლის პროექტის’’ ფარგლებში ტენდერში მონაწილეობის შესახებ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200