primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ფადი ასლიმ შეიყვარა ერთი პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 22.03.2019
  • 17:07
ფადი ასლიმ შეიყვარა ერთი პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა - ირაკლი კობახიძე

„ფადი ასლის სიაში  ჩამოთვლილი იყო, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები”,- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლისა და მის მიერ გამოქვეყნებულ კომპანიების სიის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფადი ასლი მიკერძოებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ.

„ვიცით, რომ ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები არის, ბუნებრივია, მიკერძოებული. მის სიაში იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვინმე ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, მმართველი გუნდი მზადაა ამაზე რეაგირება მოახდინოს.

„2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევა. იყო ტოტალური რეკეტი. 10 ათასზე მეტ ადამიანს წაართვეს ქონება სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პირველ რიგში ბიზნესმენებს 2012 წლამდე. 10 ათასზე მეტ ადამიანს. არცერთი ფაქტი აღარ არსებობს 2012 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი მიღწევა. თუ ვინმე კონკრეტულ ფაქტებს მოიტანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხს ჩავხედოთ და რეაგირება მოვახდინოთ.  მაგრამ, რაც შეეხება ვითარებას, აი ეს არის -10 ათასიდან ჩამოსულია ნულამდე. აქედან გამომდინარე, ფადი ასლი რას იტყვის, რომელიც არაფერს არ ამბობდა მაშინ, როდესაც ათი ათას კაცს აყაჩაღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს არ არის რელევანტური და საინტერესო”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge