გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 26.03.2019
- 13:13
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.
ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.