png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა

  • სამართალი
  • 26.03.2019
  • 15:12
სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი დღეს განიხილა. საუბარია ინდივიდუალურ მომჩივნებზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობდნენ.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გადადო და დაელოდა დიდი პალატაში ამავე საკითხზე შესულ სხვა საქმეზე ვერდიქტის გამოტანას.

„დიდმა პალატამ კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა 2019 წლის იანვარში და დაადგინა, რომ 10 მილიონი ევრო უნდა გადანაწილდეს მომიჩვან პირებს შორის, სასამართლოს მიერ განასაზღვრული წესით. ანალოგიური წესი მოქმედებს ამ საქმეზეც“, – ნათქვმია ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ გავრცლებულს პრესსრელიზში.

პრესპრელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს: ეკა ჩხაიძე, დავით ჯაოშვილი, ვაჟა ბერძენიშვილი, აბრამ გივიშვილი, ტატო ნორაკიძე, თენგიზ კბილაშვილი, ირინა ჩოხელი, დავით ლაცაბიძე, ირინა კალანდია, კახა ციხისთავი, ხათუნა ძაძამია, ინგა გიგაშვილი, ლია ძაძამია, ლიანა ნაჭყებია, ლევან კობაიძე და კობა კობაიძე.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უმეტესობა პოლიციამ ან საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა დააკავა და დააჯარიმა. ზოგიერთი მათგანი რუსეთიდან დეპორტირებული იყო, ხოლო ზოგმა თავად დატოვა რუსეთის ტერიტორია. სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა მომჩივანმა ვერ დაასაბუთა ბრლადება, კიდევ ერთმა კი საჩივარი უკან გაიტანა“, – ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გავრცლებულ პრესრელიზში.

სასმართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სულ მცირე 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12, 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც  2-და 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს,  რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge