ტერეზა მეიმ, შესაძლოა, 27 მარტს გადადგომის თარიღი დაასახელოს - Reuters
- მსოფლიო
- 26.03.2019
- 17:13
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ გადაგომის თარიღი, შესაძლოა, 27 მარტს დაასახელოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters -ი ბრიტანეთის პარლამენტარზე დაყრდნობით იუწყება.
დეპუტატის თქმით, მთავრობის მეთაური 27 მარტს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ე.წ. კომიტეტი 1922-ის სხდომაზე გამოვა, რომელიც კონსერვატიული პარტიის რიგით წევრებს აერთიანებს.
მისივე თქმით, ეჭვსგარეშე არსებობს ალბათობა, რომ მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების თარიღს დაასახელებს.