ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ვენაში 29 მარტს შეხვდებიან
- მსოფლიო
- 27.03.2019
- 15:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნოკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 29 მარტს ვენაში შეხვდებიან. შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმაც დაადსტურეს.
არსებული ინფორმაციით, ალიევთან და ფაშინიანთან შეხვედრებს ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენიც გგემავს.