ევროკავშირი გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს - ფედერიკა მოგერინი
- მსოფლიო
- 27.03.2019
- 15:32
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს, რომ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა დეკლარაციას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.
„ევროკავშირის პოზიცია გოლანის მაღლობების სტატუსზე არ შეცვლილა. საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე და 497-ე რეზოლუციების შესაბამისად, ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტს“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა სირიის შემადგენლობაში არსებული გოლანის მაღლობების ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ გოლანის სიმაღლეები ორ ქვეყანას შორის სადაო ტერიტორიად რჩება.