13 დაღუპული - ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 28.03.2019
- 11:15
ყაზახეთში, ყიზილორდინის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 13 სამხედრო მოსამსახურე.
მი-8 სამ სხვა სამხედრო ვერტმფრენთან ერთად აკტაუდან შიმქენთში, ღამით მიფრინავდა. კატასტროფა, სავარაუდოდ, ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.