25 დაღუპული და 70 დაშავებული - ბანგლადეშში ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა
- მსოფლიო
- 29.03.2019
- 11:22
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 19-სართულიან ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა და 70 დაშავდა.
19 ცხედარი შენობაშია ნაპოვნი, კიდევ ექვსი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შენობაში არ არსებობდა ხანძრის ჩასაქრობი სისტემა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.