png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში საშუალოდ ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება

  • საზოგადოება
  • 29.03.2019
  • 12:21
საქართველოში საშუალოდ ყოველ 9-10 წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება

„2019 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ წინა წლის თებერვალთან შედარებით შეადგინა 4.6 პროცენტი. აღნიშნული ზრდა საგრძნობლად აღემატება (1.3-ჯერ და მეტად) იანვრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, რის გამოც წლის დასაწყისიდან საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულების არანაკლებ 56 პროცენტი თებერვალზე მოვიდა,” - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას. 
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს რეგისტრირებულ  საწარმოთა ბრუნვაც, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით აღემატება. „იმავე კონტექსტში შეიძლება დავასახელოთ ახალ საწარმოთა რეგისტრაციაც, რომელთა რაოდენობამ მხოლოდ თებერვალში 4357 ერთეული შეადგინა - იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12.8 პროცენტით მეტი. ფაქტობრივად, საქართველოში საშუალოდ ყოველ 9-10  წუთში ერთი ახალი საწარმო რეგისტრირდება,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ასევე გაგრძელდა ექსპორტის იმპორტთან შედარებით ზრდის პოზიტიური ტენდენცია და პირველი ორი თვის მიხედვით ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 40-პროცენტიან ზღვარს გადააჭარბა (40.9%). 
„ასეთი მაღალი წლიური   მაჩვენებელი საქართველოს უკანასკნელად...  2003 წელს ჰქონდა. ეს შედეგი, ტურისტული მომსახურების ექსპორტის  დინამიურ ზრდასთან ერთად, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მთლიანობაში, აღნიშნული შედეგები, უკვე გატარებული რეფორმები და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული მთელი რიგი ინიციატივები და ღონისძიებები უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, მდგრადობას საგარეო შოკებისადმი და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ,” - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge