ხუან გუაიდომ 6 აპრილი ნიკოლას მადუროს დამხობის დაწყების დღედ გამოაცხადა
- მსოფლიო
- 29.03.2019
- 13:00
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა 6 აპრილი დე-ფაქტო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დამხობის დასაწყისად დაასახელა.
„ოპერაცია „თავისუფლების“ პირველი ტაქტიკური ქმედებები 6 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყება. ამ დღისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავისუფლების უკვე ფორმირებული კომიტეტებით“, - დაწერა მან მიკრობლოგ Twitter-ში.
კონკრეტულად თუ რა ქმედებებზეა საუბარი, მას არ დაუზუსტებია.
ხუან გუაიდომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. მისი ლეგიტიმურობა აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საქართველომაც.
ნიკოლას მადუროს მხარს უჭერს რუსეთი, თურქეთი, მექსიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.