პერუში ავტობუსის დაწვის შედეგად 20 მგზავრი დაიღუპა
- მსოფლიო
- 01.04.2019
- 12:06
პერუს დედაქალაქ ლიმაში სამგზავრო ავტობუსის დაწვის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი ავტობუსის ელექტროგადამცემი სისტემის გაუმართაობა გახდა, რამაც მოკლე ჩართვა და აალება გამოიწვია.
უცნობია, ხანძრის გაჩენის დროს, ავტობუსში სულ რამდენი მგზავრი იმყოფებოდა.