png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები შემცირებულია - ომბუდსმენის ანგარიში

  • საზოგადოება
  • 01.04.2019
  • 15:56
პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები შემცირებულია - ომბუდსმენის ანგარიში

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის შემცირებულ შემთხვევებზე საუბრობს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2018 წელს შემცირებულია საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ. კერძოდ, 2018 წელს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს 5, ხოლო 2017 წელს, 10 შემთხვევაში მიმართა. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს, ასევე შემცირდა სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების დროის საკითხს, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი.

„2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხვდება. აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge