პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 02.04.2019
- 16:31
რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, სამხედრო აკადემიაში აფეთქება მოხდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაუდგენელი საგანი აფეთქდა. აფეთქება მოჟაისკისსამხედრო-კოსმოსური აკადემიის ტერიტორიაზე მოხდა.
ინციდენტის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით აფეთქება მეორე სართულზე მოხდა. ჩამოინგრა კიბის უჯრედი, 20-მდე ადამიანი მესამე სართულზე იყო ბლოკირებული. განხორცელდა შენობის ევაკუაცია.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.