მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 03.04.2019
- 14:43
მარტვილში მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი. ხანძრის დროს კელიაში ბერები არ იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.