png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სტუ-ში საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 03.04.2019
  • 15:51
 სტუ-ში საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა  ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო პროექტ HERITAG-ისა და მისი პარტნიორი CulturWB-ის პროექტის ერთობლივი ფინალური განხილვა. პროექტი სამი წელია მიმდინარეობს და უკვე დასრულდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შედეგები და სამუშაო, რაც უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში განახორციელა.

„ჩვენ მოხარულები ვართ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო HERITAG პროექტის ფინალურ შეხვედრას. პროექტი მიზნად ისახავს გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას. ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას, რაც მეტად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ.

პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. საქართველოში პროექტ HERITAG-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ტექნიკური, ილიას და  ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტები, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და კომპანია „გეოგრაფიკი“.

 

პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით პროექტის მართვას ახორციელებს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი.

ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი HERITAG-ი  - „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ (HERITAG - Higher Education interdisciplinary Reform in Tourism management and Applied Geoinformation curricula) - ეხება გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას, ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას.

პროექტი HERITAG-ი საქართველოსა და სომხეთში ოთხ ევროპელ პარტნიორთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე ტიპის სხვადასხვა სილაბუსი და მასალები მომზადდა. შევიძინეთ სკანერი, რომელის მეშვეობითაც უკვე შეგვიძლია ვნახოთ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამ განზომილებაში. გარდა ამისა, ვალენსიისა და სალონიკის უნივერსიტეტებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა პროგრამა და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით  სასწავლო კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მთავარია ის, რომ  პროექტი მიმართულია, რათა სამი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ ერთმანეთთან ამ პროგრამით დაკავშირება და  მეტი დეტალების ერთმანეთში გარკვევა. არის მოლოდინი, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამჯერად, ძირითადად, გაცვლით პროგრამებზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის და ვალენსიის უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტი“, - განაცხადა  საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ხურციძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge