100-100 ლარი შევაგროვოთ და ვიყიდოთ დინამიკები - ემზარ კვიციანი დეპუტატებს
- პოლიტიკა
- 04.04.2019
- 12:40
“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა დეპუტატებს მიმართა, ხმის აპარატურის შესაძენად 100-100 ლარი შეაგროვონ.
მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო “არაფერი ისმის”.
“ბატონო თავმჯდომარევ, საერთოდ არაფერი ისმის დარბაზში, ვინ რას ლაპარაკობს. 150 კაცი ვზივართ აქ და იქნებ, 100-100 ლარი შევაგროვოთ ყველამ ხელფასებზე და ვიყიდოთ ეს დინამიკები და ნორმალურად გავიგებთ ერთმანეთის ლაპარაკს”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.