ნატო-ს დამსახურებით, მსოფლიო უფრო მეტად უსაფრთხო და თავისუფალია - სალომე ზურაბიშვილი
- პოლიტიკა
- 04.04.2019
- 14:31
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს 70 წლის იუბილეს მიკრობლოგ „ტვიტერით“ ეხმიანება.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამსახურებით, მსოფლიო უფრო მეტად უსაფრთხო და თავისუფალია. მინდა მივულოცო ნატო-ს ეს ღირსშესანიშნავი დღე, 70 წელი მისი დაფუძნებიდან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში დღეს ნატო-ს დაარსებიდან 70 წლისთავს ზეიმობენ.