png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თი ბი სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვას, თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო - გვენეტაძე

  • ეკონომიკა
  • 05.04.2019
  • 14:08
თი ბი სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვას,  თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო - გვენეტაძე

„ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, თიბისი ბანკის ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო", განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კობა გვენეტაძის თქმით, ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება.

"თუმცა, ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანა"  - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge