primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს - პრემიერი

  • საზოგადოება
  • 05.04.2019
  • 14:49
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს - პრემიერი

საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშრებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი ინკლუზიურობა იყოს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ სამუშაო ადგილები. რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, მაგრამ მინდა პირდაპირ გიპასუხოთ - საქართველოში სრულფასოვანი აღწერა ჩატარდა 2014 წელს. მე მოვისმინე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, რომ საქართველოში მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცესი, ეს არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი. საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. როდესაც მე ვსაუბრობ განათლებაში მასშტაბურ ინვესტიციაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ. ჩვენი ეკონომიკური გამოწვევები კომპლექსური ხასიათისაა და ერთი ცალკე აღებული რეფორმა ბუნებრივია, არ ეყოფა ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. საქართველო ევროკავშირის ბევრმა სახელწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით? ეს არის პოლიტიკური შეფასება. არის ორი ვარიანტი - ან ეს არის ტყუილი, ან მეორე - ეს არის სიმართლე და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო სუბიექტურად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები იქმნება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორიც საჭიროა, შესაბამისად, მთავრობის მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება.

„საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას რაც შეეხება, შეგძლიათ ნახოთ სტატისტიკა, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითოეული ჩვენგანი ამას კარგად ვაცნობიერებთ. ჩვენი მთელი ენერგია, რეფორმების მთელი შინაარსი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ჩვენ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით რეგიონებში. შეგიძლიათ აიღოთ სტატისტიკა, მათ შორის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და კარგად ჩახედოთ. ამის შემდეგ გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები. მე მესმის, რომ ეს გამოწვევები არის ძალიან მტკივნეული, თითოეულ ჩვენგანს ჰყავს გარშემო მეგობრები, ახლობლები, რომლებიც ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და დიდი ტკივილი რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მაგრამ ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თითოეული რეფორმა, ინიციატივა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მასშტაბური ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება, მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, სამშობლოში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია. ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი დევნა და დაკავებები - პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება საფუძველს მოკლებულია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge