png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

  • ეკონომიკა
  • 05.04.2019
  • 15:45
 ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  ბრძოლის  მართვის ცენტრის  თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე  სამუშაოების ანგარიში მოისმინა. შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო  წელსაც მასშტაბურ ღონისძიებებს  განახორციელებს, გაგრძელდება  აქტიური კომუნიკაცია   მოსახლეობასთან.

„წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს  განსაკუთრებული გამოწვევა თხილის კულტურის გადარჩენა იყო. ფაროსანას გარდა აღნიშნულ კულტურაში სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც არის ჩასატარებელი.

„იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წლევანდელ წელს მავნებელთან ბრძოლის კუთხით გარდამტეხს უწოდებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაც.

„წლევანდელი წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი, რადგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო უპრეცედენტო მასშტაბი. ეს გამოიხატება როგორც სპეციალისტების, ისე ტექნიკის მობილიზებაში. თხილის ხელშეწყობის ნაწილში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. თავისთავად ცხადია, ეს პროცესები უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის  250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები  მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. შეწამვლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge