მალტაში შეტაკების დროს საქართველოს მოქალაქე დაიჭრა
- საზოგადოება
- 08.04.2019
- 10:14
სროლა მალტაში შეტაკების დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დაპირისპირება მალტას ქალაქ ბირზებუჯაში მოხდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.
ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, მალტაში საქართველოს საელჩო არ აქვს, რის გამოც ვერ ადგენენ რა მდგომაროებაში არიან, საქართველოს დაშავებული მოქალაქეები.