ლანჩხუთში, 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა
- საზოგადოება
- 08.04.2019
- 10:32
უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა.
„ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატად... ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის მოსწავლე. გაუფრთხილდით შვილებს... გაუფრთხილდით მოსწავლეებს... გაუფრთხილდეთ ერთმანეთს..." - წერს სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გიორგის მამა და ბებია ზრდიდნენ.