8-10 აპრილს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
- საზოგადოება
- 08.04.2019
- 16:24
გარემო ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.