ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის სამ პირს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
- სამართალი
- 08.04.2019
- 17:05
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებულ სამ პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრათ.
ბადრი ქობულაძის, გიორგი შავლიძისა და რამაზ კომახიძის განაჩენის გამოცხადებას, სასამართლო დარბაზში რეპლიკები მოჰყვა.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის განმარტებით, მან დაკავებულების შემთხვევაში, გაითვალისწინა ბრალდებულების ასაკი, ქცევა და სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ოჯახები კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200